ხაჭაპური-ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძი. არსებობს სხვადასხვა სახეობის მათ შორის: ,იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, რაჭული, ხევსურული. ხაჭაპური ეროვნული საკვები და კულტურის მონაპოვარია.
კუბდარი- ტრადიციული სვანური ღვეზელი, რომელიც ხორცით მზადდება და ძალიან გემრიელია.
წყარო: https://ka.wikipedia.org
ხინკალი- ხინკლის დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. მისი გამოგონების პატივი მიეწერებათ როგორც მოხევეებს, ასევე ფშაველებს, მთიულებსა და ხევსურებს. უძველესი წესით ხინკალი მზადდება მსხვილად დაკეპილი ხორცით. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ.
მწვადი- კავკასიელ და აზიელ ხალხთა კერძი.
ჩურჩხელა- ქართული ტკბილეული, ნიგვზის ან თხილის ნატეხები. თათარაში ამოვლებული ჩურჩხელა დასავლეთ საქართველოში ფელამუშს უწოდებენ.
ნაზუქი-უგემრიელესი ტკბილი პური.
საცივი-ცივი კერძი, რომელშიც შეიძლება იდოს ქათამი,ინდაური ან თევზი. ამ კერძს ძირითადად საახალწლო სუფრაზე მიირთმევენ.
ელარჯი-სამეგრელოს რეგიონის კერძი რომელიც სასწაულად გემრიელია, მზადდება სიმიდის ფქვილისგან და ყველისგან.
ჩაქაფული-უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც ცხვრის ხორცისგან მზადდება, და რომლის გემოსაც ვერ დაივიწყებთ.
ლობიო ქოთანში-ვეგეტარიანული კერძი რომელსაც წნილთან ერთად მიირთმევენ.
შქმერული- უგემრიელესი რაჭული კერძი რომელიც ქათმისგან მზადდება.
No comments:
Post a Comment