საქართველოში უამრავი ლამაზი მცენარეა. შემდეგ პოსტში სამკურნალო მცენარეებზე მოგითხრობთ, ახლა კი მინდა ჩემი ეზოს მცენარეები გაგაცნოთ.
ავოკადო-ალიგატორის მსხალი-მარადმწვანე ნაყოფიერი სუბტროპიკული ხე დაფნოსანთა ოჯახიდან, ისხამს მსხლის მოყვანილობის ნაყოფს, რომელიც საჭმელი ზეთითაა მდიდარი. იზრდება 18-20მ. აქვს 10-20მ სიგრძის ფოთლები, მომწვანო ყვავილები, არ შეიცავს შაქარს და კალორიულია. მასში ბევრია მცენარეული ცხიმები. მისი ნაყოფი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის, ათეროსკლეროზის, ანემიის სამკურნალოდ.
აკაცია- მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ქვეოჯახისა. ეკლიანი ხეები. ცნობილია 750-მდე სახეობა. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილია ლეგა-აკაცია, აბანოზის აკაცია და სხვ. აკაციას როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის.
აბუსალათინი-ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, დატოტვილი ღრუ ღერო, ფოთოლი — თათისებრ დაყოფილი, დაკბილულკიდეებიანი. მტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოფჯერ ქაცვით დაფარული. აბუსალათინის თესლის გული შეიცავს 73% ცხიმოვან ზეთს საქართველოში გავრცელებულია ყარაიაში.
აბილილი-ბალახოვანი მცენარე, რომლის სამშობლო ამრეკაა. ამ ყვავილს ფურცლები აქვს გაშლილი დღისით და ღმით ჩვეულებრივად იხურება.
ადონისი-ბაიასებრთა ოჯახის მცენარე, საქართველოში 4 სახეობაა. გამხმარი ბალახი გულის გლუკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ.
ალოე-შრიშანისებრთა ოჯახის მცენარე, აქვს გრძელი, წვეტიანი ფოთლები რომლის შიგნითაც აქვს შესქელებული სითხე. მისი შესქელებული წვენი საფაღარათო საშუალებაა.
წყარო:http://www.ice.ge/new/samkurnalo/samkurnalo_fs.html
ასფურცელა-წვრილი ყვითელი ყვავილები, ყვავის ივლის-სექტემბერში და ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასევე იყენებენ ღვიძლის დაავადების, მადის მომატების, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს და ა.შ.
No comments:
Post a Comment