საქართველოს ღირსშესანიშნაობები


  • გორიჯვარი-მდებარეობს სოფელ დიდ გორიჯვარში, მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 600მ-ზე. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი. მას შემდეგ ეწოდება გორიჯვარი, ეს ტაძარი ატარებს წმინდა გიორგის სახელს.



  • უფლისციხე-კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მდებარეობს ქ.გორის აღმოსავლეთით მდინარე მტკვრის  მარცხენა ნაპირას. უფლისციხე ერთ-ერთი საინტერესო ქალაქია. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში დასუსტებული ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ის წარმოადგენდა ადგილობრივ ტომთა, ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას.სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, უფლის სადარის ციხე, ანუ უფლისციხე. აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღეს 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. უფლისციხეში ასევე არის წმ. გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესიას საძირკველი, არ აქვს და პირდაპირ კლდეზეა აგებული. ასევე უფლისციხის მუზეუმში ნახავთ ნივთებს რომლებსაც მაშინ მოცხოვრებლები იყენებდნენ, და გაიგებთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი.




  • დავით გარეჯა-  საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი, ასურელი მამის  დავითის  მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის  სახელით. 






  • იყალთოს მონასტერი-  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის ჩრდილოეთით VI საუკუნეში მონასტერი  დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.







         
  • ნეკრესის მონასტერი:მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში კავკასიონის ქედის განშტოებაზე დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). აბიბოსი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე არსდება.






  • გრემის მონასტერი: რთული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.


                     


  • უჯარმა- ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.
                     

                     


                       

  • აბასთუმნის ობსერვატორია-  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საქართველოში ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1934 წელს ამ ობსერვატორიაში დაიდგა კარლ ცეისის ფირმის 40 სმ-იანი ტელესკოპი (რეფრაქტორი). იმავე წელს აბასთუმნის ობსერვატორია აირჩიეს წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად. დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მ.




















  • დადიანების სასახლე-დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
    მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური  და ეთნოგრაფიული მასალა.  ასევე არის ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის  და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.                        
                      

                                             წყარო: https://ka.wikipedia.org



No comments:

Post a Comment

საქართველო

საქართველო-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარე უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ქვეყანაა. ქვეყანა ტრადიც...