ცეკვა განდაგანა-აჭარული ცეკვა ქალ-ვაჟისა,მისი ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, „ჩაკვრის“ ტიპის მოძრაობა და სხვა. შედგება სამი — ნელი, ჩქარი და ნელი ნაწილისაგან. შეიძლება შესრულდეს ჯგუფურადაც.
ცეკვა ქართული-ქალ-ვაჟთა უძველესი ცეკვა
ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი.ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის წიაღში. ცეკვა 5-ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა ქალთათვის სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე. ვაჟთათვის მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.
ცეკვა მთიულური-ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი სრულდება ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები.
ცეკვა ყაზბეგური-ეს ის ცეკვაა რომელიც ასახავს მთის ხალხისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სიმკაცრეს და სიხისტეს, რაც ამ ცეკვაში გამოიხატება. ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.
ცეკვა ლეკური-
ხალხური ცეკვა. გავრცელებულია კავკასიის ხალხებში: ქართველებში, ჩეჩნებში, ინგუშებში,ხუნძებში, ლეკებში, ასევე ადიღეში.მამაკაცების ცეკვას ჩქარი, ენერგიული მოძრაობები ახასიათებს, ხოლო ქალთა საცეკვაო მოძრაობები გამოირჩევა მოქნილობით და გრაციოზულობით.
შესანიშნავი შესრულება ამას მხოლოდ ''საქართველოში'' ნახავთ.
ხორუმი-ერთ-ერთი მკაცრი ცეკვა რომელსაც მამაკაცები ასრულებენ, სადაც საჭიროა მტკიცე ფეხი და მკაცრი ხასიათი. ცეკვის დაწყებისას ხდება ე.წ დაზვერვა, რომელიც ამ ცეკვის შემადგენელი ნაწილია.
დავლური-ჯგუფური ცეკვა რომელლიც სრულდება ნელა ნარნარით მიხვრა მოხვრით და შემდეგ გრძელდება წყვილის ქართული ცეკვის შესრულებით.
აფხაზური-ერთ-ერთი ულამაზესი ცეკვა, ამ ცეკვაში ბიჭი და გოგო ერთმანეთს ეცეკვებიან, რაც ძალიან ლამაზია. ბიჭები აკეთებებენ ტრიუპკებს და ეს ყველაფერი მაყურებელში იწვევს აღფრთოვანებას.
No comments:
Post a Comment